logo
ENG



ამირან გამყრელიძე: დღეს იტესტება ცხელების კლინიკაში მისული ყველა პაციენტი

30 აპრ 202015:02
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დეტალურად განმარტავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის უტარდება რეგულარულად ტესტირება კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით. 

მისი განცხადებით, პაციენტები, რომლებიც ცხელების ცენტრში იმყოფებიან მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მათ ტემპერატურა, კორონავირუსზე ტესტი უტარდებათ.

გამყრელიძე აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალს, რომელთაც ხშირად აქვთ კორონავირუსით ინფიცირებულ პაცინტებთან შეხება, მათი ტესტირება ყოველ 14 დღეს მოხდება.

„პირველ ეტაპზე დღეს ქვეყანაში იტესტება ყველა ის ადამიანი ვინ ექვემდებარება განსაზღვრებას კოვიდზე შესაძლებელი შემთხვევისა. ეს არის ვისაც აქვს ცხელება ან არ აქვს ცხელება, მაგრამ აქვს სიმპტომები რესპირაციული ინფექციის. დღეს იტესტება ყველა ცხელების კლინიკაში მისული პაციენტი, იტესტება ყველა ადამიანი, რომელსაც პნევმოანია აქვს არ აქვს მნიშვნელობა ისინი რომელ კლინიკაში იქნებიან.

დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები ყოველ 14 დღეში. პირველ ეტაპზე ესენი იქნებიან: კოვიდიანი ავადმყოფების და ასევე ცხელების კლინიკის პერსონალი. ამის შემდეგ ჩვენ ტესტირებას ჩავუტარებთ უკვე კარანტინში მყოფ ადამიანებს მე-13 და მე-14 დღეს მათი იქ ყოფნისა ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მატ არ აქვთ ინფექცია. 

ყველა სასწრაფო დახმარების ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი მძღოლი და ა.შ. ასევე ექვემდებარებიან ყოველ 14 დღეში ტესტირებას. 

ყველა ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, ეპიდემიოლოგი, რომელიც დადის და სინჯებს იღებს აუცილებელია მათი ყოველ 14 დღეში ტესტირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 


close დახურვა